Sunday, March 30, 2014

Serial Reader (პროექტი CL / C#)



მოგესალმებით ჩემი მორიგი პოსტით, რომელიც შეიცავს ინფორმაციას სერიული წამკითხველის შესახებ (რესურს ფაილებსა და საინსტალაციო ვერსიას). ზემოთ მოცემული პროგრამა "Serial Reader" დავწერე C# ში .NET 4 CP პლათფორმაზე დაფუძნებით, რადგან მეოთხე ვერსია უფრო გავრცელებულია ვიდრე 4.5, სიახლის გამო. მოცემული პროგრამა პიდაპირ უმიზნებს და გამოიყენება სპექტრის ანალიზატორისთვის, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ ჩემს ბლოგზე.
პროგრამა დაწერილია WF ის გამოყენებით. WPF ში უფრო დახვეწილი დიზაინი იქნებოდა, მაგრამ ჯერ ჯერობით ჩემს ინტერესებში არ შედის ვიზუალური მიმზიდველობა ამ პროგრამაში. რაც შეეხება ინტერფეისს საკმაოდ მარტივია, ფუნქციიდან გამომდინარე.

პროგრამის ჩართვისას ირჩევთ სერიული პორტის სახელს, რომელზეც თქვენი არდუინოა მიერთებული ან რაიმე მოწყობილობა სერიული ინტერფერისით. ამის შემდგომ სერიული პორტის სიხშირეს და ვაჭერთ ღილაკს SC (Start Communication). ამის შემდეგ Serial Reader ფორმა გაუჩინარდება და გაიხსენება Graph ფორმა, რომელშიც პროგრამის ძირითადი ნაწილი სრუდება. 

კომუნიკაციის პროტოკოლი კი შემდეგნაირია: კომპიუტერი უგზავნის char ტიპის ცვლადს მიკროპროცესორს (ჩემს შემთხვევაში 's') და მიკროპროცესორი ცნობს ამ სიმბოლოს. საპასუხოდ ის კომპიუტერს უგზავნის 128 ბაიტს, რომელსაც კომპიუტერი კითხულობს. გრაფიკის აფსცისათა ღერძი დაყოფილია 128 წერტილად, რადგან ინფორმაციის მოცულობა ამდენივეა, ხოლო ორდინატათა ღერძზე აიღება გამოგზავნილი ინფორმაციის შესაბამისი მნიშვნელობები. 

მაგალითად:
data [0] = 21;
data [1] = 23;
data [2] = 34;
...
data [127] = 54;

შესაბამისად აიღება კოორდინატები, სადაც პირველი კოორდინატი x ია ხოლო, მეორე y და i იცვლება 0-დან 127 მდე (<128). წერტილები კი ასე აიღება point ( i , data[i] ).

როდესაც დაიწყება კომუნიკაცია და გამოჩნდება მეორე, გრაფიკის ფორმა, კომუნიკაციის საბოლოოდ დასაწყებად საჭიროა გრაფიკზე დავაწკაპოთ, რაც საბოლოოდ უკვე მოგცემთ ვიზუალურ შედეგს, ამის შემდეგ, როდესაც უკვე საჭირო მუშაობას მორჩებით კიდევ ერთხელ უნდა დააჭიროთ გრაფიკზე და ის გაშეშდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კომუნიკაცია დასრულებულია. თუ ფორმას გამორთავთ გამოჩნდება საწყისი ფორმა, რომელიც საშუალებას მოგცემთ კომუნიკაციის ხელახლა დაწყების, თუ წინა არ გსურთ, მაშინ უბრალოდ საწყისი ფორმაც გამორთეთ. 

ქვემოთ მოცემულია რესურს ფაილები, სადაც მთლიანი პროექტია მოცემული თავისი კოდი (SourceFile), ხოლო არის ასევე მზა საინსტალაციო პროგრამა, რომელიც მარტივად დასაყენებელია (InstallFile).

No comments:

Post a Comment