Sunday, March 9, 2014

აუდიო სპექტრის ანალიზატორი (CL)


სპექტრის ანალიზატორი ზომავს ამპლიტუდის დამოკიდებულებას სიხშირეზე. ხოლო აუდიო სპექტრის ანალიზატორი არის უფრო კონკრეტული და სპეციალიზებული, რომელიც ზომავს აუდიო სიხშირის დიაპაზონს 20 ჰერციდან 20 კილოჰერცამდე, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს იშვიათად უწევს მაღალ სიხშირეებთან შეხვედრა. ქვემოთ მოცემულია ჩემი პროექტის აღწერა და იმპლემენტაციის გზა. 


პირველ რიგში ჩამოვთვლი საჭირო მასალას, რასაც საჭიროებს ამ პროექტის განხოციელება :

1. გამაძლიერებლის სქემა, რომელიც ქვემოთ არის მოცემული (შენიშნვა, A წერტილში მდებარე C2 კონდესატორი მოვხსენი, რადგან ასე გახდა საჭირო ჩემს შემთხვევაში, თუ დაბრკოლება არ შეგიქმნათ, მაშინ დატოვეთ!)

გამაძლიერებლისათვის კი შემდეგი ნაწილებია საჭირო
1)  C2 | C3 | C4 = 2.2 მიკროფარადი
2)  C1 = 1 მიკროფარადი, რომელიც 10 მიკროფარადით შევცვალე, პროექტის ინტერესებიდან გამომდინარე
3)  R7 | R8 = 4.7K
4)  R1 | R2 | = 50K - 50K ამ წინაღობების მთავარი აზრი ის არის, რომ მოხდეს ძაბვის გაყოფა შუა წერტილში
5)  R3 | R4 | R5 | R6 - კი გაძლიერების კოეფიციენტებს არეგულირებენ, რომელიც შესაძლებელია ასე გამოითვალოს, პირველი გამაძლიერებლისათვის, R4 / R3 ხოლო მეორესათვის R6 / R5
6)  C5 = 100 მიკროფარადი, რომელიც + სა და 0 ს შორის ირთვება
7) ელექტრონული მიკროფონი

8) და მიკროსქემა LM358 ან უბრალოდ დაბალ ხმაურიანი ერთჯერადი კვების საშუალების მქონე ოპ. გამაძლიერებელი. 

სქემა მოკლედ, რომ აღვწერო, გვაქვს ელექტრონული მიკროფონი, რომელიც მარაგდება R7 + R8 წინაღობების გავლით, ეს ორი წინაღობა ჩემს შემთხვევაში შეიძლება ერთით შეცვალოთ, რადგან C2 ის გამოა ეს ყველაფერი. ამის შემდეგ სიგნალი შედის C1 ის გავლით ინვერტული გამაძლიერებლის ერთ კომპონენტში, რომელიც DC კომპონენტს ფილტრავს და ატარებს AC კომპონენტს. ამის შემდეგ ეს სიგნალი ძლიერდება და გადადის მეორე საფეხურზე. რეკომენდირებულია, რომ თითოეული გამაძლიერებლის კოეფიციენტი არ აღემატებოდეს 30ს. ხოლო აღნიშვნები FS და SS, გამოყვანილია x30, რომელსაც ვიყენებ და x900, რომელზეც საკმაოდ ძლიერი სიგნალი მოდის. 

ძაბვა, არის Arduino სთან თავსებადი, რაც იმას ნიშნავს, რომ 5 ვოლტი სავსებით საკმარისია, ხოლო თუ კიდევ 2 გამაძლიერებელ მოდულს დაამატებთ 3,3 ვოლტიც საკმარისი იქნება, მაგრამ უნდა არეგულიროთ გაძლიერების კოეფიციენტი, მე პირადად არ მიცდია. 

2. Arduino ს ნებისმიერი დაფა (Uno / Leonardo ჩემს შემთხვევაში), რომელსაც 1K ზე მეტი RAM ექნება, რადგან ინფორმაციის სწრაფი დამუშავებისათვის არის საჭირო. 

3. FFT ბიბლიოთეკა, რომელიც განთავსებულია შემდეგ ლინკზე, რომელიც აგზავნის 128 წერტილს (ჩემს შემთხვევაში. უფრო ნაკლებიც არის შესაძლებელი). 

4. კომპიუტერი, რომელსაც მე ამ ეტაპზე ვიყენებ გრაფიკის ასაგებად, მაგრამ ეს შესაძლებელია იყოს პროცესორზე მიერთებული თხევადკრისტალური დისფლეი ან LED მატრიცა

5. პროგრამა, რომელიც ჯერ ბოლომდე არ არის დასრულებული და მხოლოდ საცდელი ვარიანტია. პროგრამის ხორცშესასხმელად დაგჭირდებათ System.IO.SerialPort კლასი, რომელიც Arduino ს დაუკავშირდება და სინქრონიზებულად იმუშავებს მასთან. 




დამატებითი ინფორმაციისთვის / პროექტთან დაკავშირებული იდეებისთვის მომწერეთ


No comments:

Post a Comment